მომსახურება
რას გთავაზობთ:
ჩვენი ონლაინ პრაქსისი გთავაზობთ ფსიქიატრიულ კონსულტაციასა და მკურნალობას.
თანამედროვე კომუნიკაციური ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა, ფსიქიატრიული კონსულტაცია და მკურნალობა ექიმისა და პაციენტის უშუალო კონტაქტის გარეშეც ჩატარდეს, მსურს ეს შესაძლებლობა გამოვიყენო და პაციენტებს მომსახურება ონლაინ რეჟიმშიც შევთავაზო.
ჩვენი მომსახურება მოიცავს ფსიქიატრიულ დაავადებათა თითქმის მთელი სპექტრის დიაგნოსტიკას და მკურნალობას. ძირითადი მიმართულებებია:
-
დეპრესიული სპექტრის აშლილობები
-
შფოთვითი აშლილობები
-
ობსესიურ-კომპულსიური აშლილობები
-
ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტიული სინდრომი*
-
პიროვნული აშლილობები
-
ფსიქოზური აშლილობები
გარდა მედიკამენტოზური მკურნალობისა გთავაზობთ საუბრებს ფსიქოედუკაციური და ქცევითი ფსიქოთერაპიის ელემენტების გამოყენებით.
*. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ საქართველოში ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტიულობის სინდრომის დიაგნოსტიკისთვის სტანდარტიზებული ინსტრუმენტები ქართულ ენაზე არ არსებობს. ამიტომ გთავაზობთ მხოლოდ საორიენტაციო დიაგნოსტიკას ზედმიწევნითი ინტერვიუირების საფუძველზე. სრულფასოვანი დიაგნოსტიკა შესაძლებელია ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებზე. ასევე გასათვალისწინებელია, რომ საქართველოში არ არის ხელმისაწვდომი ამ სინდრომის სამკურნალო, დასავლეთის ქვეყნებში სტანდარტად მიჩნეული მედიკამენტები.
ჩაწერა
ონლაინ შეხვედრაზე ჩაწერის პროცედურა:
-
ონლაინ შეხვედრის დასაჯავშნად გადადით ამ გვერდზე. შესაძლოა 60 ან 30 წუთიანი შეხვედრის დაგეგმვა. ეს ორი შესაძლებლობა კალენდარში ცალ-ცალკეა მოცემული. გთხოვთ, პირველი შეხვედრისთვის 60 წუთი, ხოლო მომდევნო შეხვედრებისთვის 30 წუთი დაჯავშნოთ. შეხვედრის სასურველი დროის რეზერვირების შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე მიიღებთ დამადასტურებელ იმეილს ვიდეო ზარის ბმულით.
-
შემდეგ გთხოვთ ჩამოტვირთოთ მკურნალობის ხელშეკრულება და ანამნეზის ფორმულარი. ორივე დოკუმენტი მოთავსებულია ამ გვერდზე მენიუს პუნკქტ „დოკუმენტები“-ს ქვეშ. გთხოვთ ამობეჭდოთ, ხელი მოაწეროთ კონტრაქტს და შეავსოთ ანამნეზის ფორმულარი.
-
ამის შემდეგ, გთხოვთ, გადაიხადოთ მომსახურების საფასური საბანკო გადარიცხვის გზით.
-
და ბოლოს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ გადახდის ქვითარი, მკურნალობის ხელშეკრულება და ამანეზის ფორმულარი .pdf ან .jpg ფორმატში ჩვენ ელექტრონული ფოსტის მისამართზე info@p-praxis.com